ფეხბურთი

22:20 | 20.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ნაპოლიმ" ნიდერლანდელი მცველი დაიმატა

იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ გაძლიერებას განაგრძობს. ანტონიო კონტეს გუნდმა „ბოლონიადან“ ცენტრალური მცველი სემ ბეუკემა დაიმატა.

ეს ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ნიდერლანდელის სანაცვლოდ ნეაპოლელებმა 30 მილიონი ევრო გადაიხადეს. ფეხბურთელმა კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა და სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს.

26 წლის ნიდერლანდელი „ბოლონიაში“ ბოლო ორი სეზონი თამაშობდა და 80 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე სამშობლოში, „იგლზის“ და „ალკმაარის“ წევრი იყო. ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში ბეუკემას ჯერ არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087366