საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე 1/16-ფინალური ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა.
„დინამო ბათუმმა“ სტუმრად „გაგრას“ მეორე გუნდი დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზეა, ხოლო წყალტუბოს „სამგურალმა“ 1:0 სძლია „გონიოს“. ფოთის „კოლხეთი“ „გარეჯს“ დაუზავდა (1:1), მაგრამ პენალტების სერიაში 4:2 აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
თბილისის „ლოკომოტივმა“ „დინამო თბილისის“ მეორე გუნდს 3:0 მოუგო და მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ასპარეზობას გამოეთიშა ეროვნული ლიგის ბინადარი „გაგრა“, რომელიც „მეშახტესთან“ 1:2 დამარცხდა, ხოლო „თელავს“ „რუსთავმა“ 1:0 აჯობა.
ორი მატჩი ჯერ კიდევ გასამართია, რომელშიც „ვიტ ჯორჯია“ „იბერიას“ მეორე გუნდს და „სიონი“ თბილისი 2025-ს“ შეხვდება.
საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპი
„მეშახტე“ – „მერანი“
„შტურმი“ – „ლოკომოტივი“
„ოდიში“ – „სამტრედია“
„იბერია“ – „ტორპედო“
„სამგურალი“ – „დილა“
„სპაერი“ – „კოლხეთი“
„დინამო ბათუმი“ – „სიონი“ ან „თბილისი 2025“
„ვიტ ჯორჯია“ ან „იბერია 2“ – „რუსთავი“