მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელი ნახევარმცველი როდრიგო დე პაული კარიერის MLS-ში გაგრძელებასთან ახლოსაა. როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, 32 წლის ფეხბურთელის დამატებით "ინტერ მაიამია" დაინტერესებული და მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელს ლიონელ მესის გვერდით თამაშის პერსპექტივა ძალიან მოსწონს მზადაა კლუბის შესაცვლელად, დარჩენილია მხოლოდ მადრიდულ კლუბთან შეთანხმება, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ როდრიგო დე პაული "ატლეტიკოს" ღირსებას 2021 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულში ეწურება, მისი სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის დაახლოებით 25 მილიონი ევროა.