თამაშგარე

10:11 | 21.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკიმის გული ჰამამს ეკუთვნის

მოგვატყუეს! ჩვენც მწარედ მოგვატყეს როდესაც დავიჯერეთ პარიზის ბულვარული მედიის მონაჭორი რომ მაროკოელი აშრაფ ჰაკიმი თითქოს ათას ვარამგავლილ ვანდა ნარას გულისსწორი იყო და მავანმა ცრუპენტელებმა ისიც დაგვაჯერეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გვერდით ბურთის მაგორებელი მაღრიბელი ჯეელი თითქოს ამ არგენტინელ ქალს დღე-დღეზე ცოლად მოიყვანდა.

ახლა კი გაირკვა, რომ ჰაკიმს პასპორტითა და მოქალაქეობით ნიდერლანდელი, თუმცა წარმოშობით ეგვიპტელი მოდელი, იმან ჰამამი შეჰყვარებია და მათ გულში არაბულმა ვნებამ დიდი ხანია რაც დაისადგურა.

„პსჟს“ მაროკოელ ფეხბურთელზე ყველაფერი ვუწყით. მის მშვენიერ გულისსწორზე კი იმას მოგახსენებთ, რომ 2021 წელს იმან ჰამამი გახდა 43-ე მოდელი, რომელმაც ჟურნალ Vogue-ის ოთხივე დიდი გამოცემა (აშშ, ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი) დაამშვენა, რაც მის ხელობაში ფაქტობრივად ჩემპიონთა ლიგის მოგების ტოლფასი წარმატებაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.16835