UFC-ის მებრძოლი მაქს ჰოლოვეი კარიერას მსუბუქ დივიზიონში გააგრძელებს და სურს თავისი სიტყვა ამ წონაშიც თქვას. მან UFC 318-ზე დასტინ პორიე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და BMF-ის ქამარი წარმატებით დაიცვა.
ბრძოლის შემდეგ ჰაველმა მებრძოლმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ილიასთან კიდევ ერთხელ სურს ბრძოლა.
"რატომ მსურს ილიასთან რევანში? იმიტომ, რომ ის პირველია ვინც დამანოკაუტა და რა თქმა უნდა შურის ძიება მსურს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ღონისძიების დასრულების შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა განაცხადა, რომ ილია თოფურია BMF-ის ქამარზე ბრძოლას იმსახურებს.
შეგახსენებთ, ილია თოფურიამ ქვემსუბუქ დივიზიონში მაქს ჰოლოვეი 2024 წლის 26 ოქტომბერს მესამე რაუნდის ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.