ინგლისელი ფეხბურთელი მარკუს უკვე ესპანეთში იმყოფება და "ბარსელონაში" სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს ხელს მოაწერს.
როგორც ესპანური გამოცემები იუწყებიან, რაშფორდის ოფიციალური წარდგენა ხვალ არის დაგეგმილი. ინგლისელი ფეხბურთელი თავდაპირველად იჯარის წესით ითამაშებს, სეზონის ბოლოს კი "ბარსას" მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება.
27 წლის რაშფორდი "მანჩესტერის" აკადემიის აღზრდილია, მან გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით "ასტონ ვილაში" გაატარა, სადაც 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოირჩა.