სხვა

12:56 | 21.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

რენატო მოიკანო: "ახლა მაინც ხვდებით რამდენად მაგარია ილია თოფურია?"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ბრაზილიელმა მებრძოლმა რენატო მოიკანომ UFC 318-ზე მაქს ჰოლოვეის გამარჯვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რაც ილია თოფურიამ მაქსის წინააღმდეგ გააკეთა დაუჯერებელია.

"UFC 318-ის შემდეგ მაინც ხვდებით რამდენად მაგარია ილია თოფურიამ? რაც მან მაქს გაუკეთა უბრალოდ დაუჯერებელი და წარმოუდგენელია. ის ხომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლია." - განაცხადა მოიკანომ.

ცნობისთვის, მაქს ჰოლოვეიმ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დასტინ პორიე დაამარცხა და BMF-ის ქამარი დაიცვა. ბრძოლის შემდეგ ჰავაელმა მებრძოლმა თოფურიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, ილია თოფურიამ ქვემსუბუქ დივიზიონში მაქს ჰოლოვეი 2024 წლის 26 ოქტომბერს მესამე რაუნდის ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.084143