საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. არნიშნული ინფორმაცია კატალონიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ქართველმა კალათბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. შენგელიას ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს, ის 2008-2010 წლებში "ვალენსიას", ხოლო 2014-2020-ში "ბასკონიას" ღირსებას იცავდა.
თორნიკე ბოლოს იტალიურ "ვირტუს ბოლონიაში" ირჯებოდა, მან ბოლონიურ კლუბთან ერთად ბოლო სეზონში იტალიის ჩემპიონობა იზეიმა, რაშიც შენგელიას წვლილი ძალიან დიდი იყო. ქართველი კალათბურთელი ფინალური სერიის MVP გახდა.