დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ქართული კლუბების პოტენციური მეტოქეების ვინაობა გაირკვა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "იბერია" "ლევადიის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, უელსურ "ნიუ სეინთსა" და ლუქსემბურგულ "დიფერდანჟს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მეორე ეტაპზე ,,რიგას" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, გორის "დილას" მეტოქე მესამე ეტაპზე, მონტენეგროს "სუტიესკას" და ისრაელის ,,ბეითარს" შორის გამარჯვებული იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის "ტორპედო" "ომონიას" ბარიერს გადალახავს, მათი შემდეგი მეტოქე აზერბაიჯანულ "არაზსა" და ბერძნულ "არისს" შორის გამარჯვებული იქნება, ხოლო საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებული "სპაერი" ავსტრიული კლუბის დამარცხების შემთხვევაში, ჩეხური "ოსტრავასა" და პოლონური "ლეგიას" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 7-14 აგვისტოს გაიმართება