„ნაპოლის“ ახალწვეულმა ნოა ლანგმა კლუბის მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ვარჯიშის შთაბეჭდილებები გააზიარა.
„ვარჯიში ძალიან ინტენსიურია, იმდენად ინტენსიური, რომ პირველი, რაც იტალიურად ვისწავლე, იყო: „დავიღალე“. მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან დადებითი ასპექტია, რადგან შემიძლია გავუმჯობესდე და გავიზარდო, დავტოვო კომფორტის ზონა, რომელშიც პსვ-ში ვიყავი.
ამას ვხედავ, როგორც შესაძლებლობას, გავუმჯობესდე ტაქტიკურად და დავხვეწო უნარები როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ამ თვალსაზრისით, კონტე იდეალური მწვრთნელია, რომელიც დამეხმარება ზრდაში. მან მაშინვე ამიხსნა თავისი იდეები ნეაპოლში ჩასვლამდეც კი, ტელეფონით საუბრის შემდეგ. „მზად ვარ, სრულად მის განკარგულებაში ჩავდგე“, - ციტირებს ლენგის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.