ფეხბურთი

18:52 | 21.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლის“ ახალბედა ლანგი: „ვიცი, რამდენად ძლიერია კვარაცხელია, მაგრამ მე სხვა მოთამაშე ვარ“

„ნაპოლის“ ახალწვეულმა ნოა ლანგმა უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეცვლის გუნდში კლუბის ყოფილ მოთამაშეს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ამჟამად პსჟ-ში თამაშობს.

- შეიძლება კვარაცხელიას შეცვლის პასუხისმგებლობა დამღლელი იყოს?

- მჯერა, რომ კლუბმა დიდი ნდობა გამომიცხადა. ვიცი, რამდენად ძლიერია კვარაცხელია, მაგრამ მე სხვა მოთამაშე ვარ და მინდა, „ნაპოლის“ ისტორიაში შევიდე. კარგად ვიცი, რომ იტალიის ლიგა ძალიან კონკურენტუნარიანია. იტალია ბავშვობიდან მიზიდავდა, მათ შორის ის გატაცება, რომლითაც ადამიანები ფეხბურთს ადევნებენ თვალყურს. ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და მიხარია, რომ სერია A-ში თამაშის შესაძლებლობა მაქვს, - ციტირებს ლანგის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.16485