„ფიორენტინას“ მეკარე დავიდ დე ხეამ განაცხადა, რომ მან ინგლისური კლუბების არაერთი შეთავაზება უარყო, რადგან ამ ქვეყანაში ის მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედშია“ სათამაშოდ მზად.
„ინგლისიდან შემოთავაზებებზე უარი ვთქვი, რადგან „იუნაიტედის“ მსგავს კლუბში ამდენი წლის შემდეგ, გრძნობ, რომ ინგლისში სხვა კლუბში თამაში აღარ გსურს. მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მინდოდა გადასვლა, ინგლისიდანაც მივიღე შეთავაზებები, მაგრამ ვიცოდი, რომ სხვაგან ვერსად ვითამაშებდი. იქ იმდენი დრო გავატარე: ეს არის კლუბი, რომელმაც ჩამომაყალიბა და მომცა საშუალება, შესანიშნავი კარიერა მქონოდა.
ვიგრძენი, რომ დასვენების და კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნების დრო იყო. ხალხი მეკითხებოდა: „როდის ბრუნდები?“ ყველას ვამშვიდებდი: „არა უშავს, მალე დავბრუნდები“. ნორმალური გახლდათ, რომ ხალხს ერთი წლის უთამაშებლობის შემდეგ გარკვეული ეჭვები ჰქონოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთი ან ორი თამაშის შემდეგ ისევ საკუთარი თავი ვიქნებოდი“, - განუცხადა დე ხეამ Cronache-ს.