„ბაიერნის“ ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა ფეხის წარმატებული ოპერაციის შემდეგ კლუბის ვარჯიშზე ყავარჯნებით გამოცხადდა ზებენერ შტრასეს კომპლექსში. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ანგარიშმა გაავრცელა სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
შეგახსენებთ, რომ მუსიალამ ფიბულა მოიტეხა პსჟ-ს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმასთან შეჯახების შემდეგ აშშ-ში გამართულ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში. გერმანულმა გუნდმა ეს მატჩი 0:2 წააგო.
გასული სეზონის 44 მატჩში ნახევარმცველმა 21 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. 22 წლის ასაკში ფეხბურთელმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 206 თამაში ჩაატარა.