ფეხბურთი

20:47 | 21.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

შერინგემი რაშფორდზე: „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც ის არ იმსახურებდა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ტედი შერინგემმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ‘მანჩესტერის“ თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი „ბარსელონაში“ გადასვლას არ იმსახურებდა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბი თავდამსხმელს 10 მილიონ ევროდ იჯარით აიყვანს, 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობით.

„თუ რაშფორდს პროფესიონალ ფეხბურთელად შეაფასებ, ახალგაზრდა ასაკში გსურს ისეთი ტოპ კლუბების შემადგენლობაში თამაში, როგორიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და როგორც კი იქ მოხვდები, ეს უნდა დააფასო. ყველაფერი არ უნდა მიატოვო და თქვა, რომ წასვლა გინდა.

ჩემი აზრით, თუ ის „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ბარსელონას“ გამო დატოვებს, ეს მის კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელსაც ის არ იმსახურებს. ვფიქრობ, ეს სიტუაცია საკმაოდ სამწუხაროა. იმედი მაქვს, რაშფორდი სასურველ ტრანსფერს ვერ მიიღებს - ის ამას არ იმსახურებს.

რაშფორდს ვეტყოდი, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და უნდა მოაწესრიგოს თავი. ფოკუსირება მოახდინოს იმაზე, რომ უკეთესი მოთამაშე გახდეს. ნუ დაადანაშაულებ სხვებს, არამედ იმუშავე სასტარტო შემადგენლობაში დასაბრუნებლად“, - ციტირებს შერინგემის სიტყვებს ESPN.

მარკუსი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილია. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარით „ასტონ ვილაში“ გაატარა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი მანკუნიანელებთან 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092517
სარეკლამო ადგილი - 99
X x X