ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ცნობილმა ტელეწამყვანმა გარი ლინეკერმა განაცხადა, რომ „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი იმსახურებს „ოქროს ბურთს“.
„ლამინი მარადონასა და მესის მერე შემდეგი დიდი ფეხბურთელია. თავის ასაკში ის აკეთებს იმას, რასაც აკეთებს... განსაკუთრებულია. მას შეუძლია გახდეს ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე, მაგრამ ცოტა იღბალი სჭირდება. მისი თამაშის სტილით თუ ვიმსჯელებთ, ის ძალიან კარგია. მე მას „ოქროს ბურთს“ მივცემდი“, - ციტირებს ლინეკერის სიტყვებს Sport.es Que t'hi Jugues-ის ციტირებით.
18 წლის იამალი კატალონიის პირველ გუნდში 2023 წლიდან თამაშობს და კლუბთან ერთად ოთხი ტიტული მოიგო: ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და ქვეყნის სუპერთასი. გასულ სეზონში მან 55 მატჩში 18 ბურთი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.