ფეხბურთი

23:45 | 21.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

39 წლის ნოიერი და 25 წლის ხელბურთელი ბისელი იტალიაში დაქორწინდნენ

მიუნხენის „ბაიერნის“ 39 წლის მეკარემ მანუელ ნოიერმა და 25 წლის ხელბურთელმა ანიკა ბისელმა საქორწინო ზეიმი გამართეს. ამის შესახებ Bolzano Quotidiano იტყობინება.

წყაროს ცნობით, საქორწინო ცერემონია გასულ შაბათს, 19 ივლისს, სამხრეთ ტიროლში (იტალია) გაიმართა. ზეიმი XIII საუკუნეში აშენებულ შუა საუკუნეების ციხესიმაგრეში, ფროიდენშტეინის ტერიტორიაზე ჩატარდა. ცნობილია, რომ ქორწილს დაახლოებით 150 სტუმარი დაესწრო, მათ შორის გერმანიის ნაკრების ცნობილი ყოფილი ნახევარმცველი მიხაელ ბალაკი.

აღსანიშნავია, რომ მანუელმა და ანიკამ ქორწინება 2023 წლის ნოემბერში დაარეგისტრირეს. 2024 წლის გაზაფხულზე წყვილს ვაჟი, ლუკა, შეეძინა.

გასულ სეზონში ნოიერმა ყველა ტურნირზე 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 21-ში კარის „მშრალად“ შენახვა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09365