„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა დაბადების დღის აღსანიშნავად შვებულებიდან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ყველას მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა, თმაზე ხუმრობით. შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 ივლისს, ფეხბურთელი 25 წლის გახდა.
„50 წლამდე შუაში! ყველას მადლობა დაბადების დღის მოლოცვებისთვის. და სანამ ჩემს თმას გააკრიტიკებთ, დადექით სარკის წინ და ჰკითხეთ საკუთარ თავს: მართლა მაქვს უფლება, შევაფასო თმა, რომელიც ჩემსაზე უკეთ გამოიყურება?“ - დაწერა ჰოლანდმა სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
გასულ სეზონში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 34 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰოლანდის კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2034 წლამდეა გათვლილი.