ფეხბურთი

11:48 | 22.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსის“ თავდამსხმელი ჟოაუ ფელიქსი „ბენფიკასთან“ კონტრაქტს გააფორმებს

„ჩელსისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა ჟოაუ ფელიქსმა „ბენფიკასთან“ ტრანსფერთან დაკავშირებით პრინციპული შეთანხმება მიაღწია, იუწყება თავის სოციალურ ქსელებში ინსაიდერი ნიკოლო სკირა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, პორტუგალიური კლუბი ლონდონელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს გარიგების დასასრულებლად.

ფეხბურთელი „ბენფიკას“ სისტემაში 2015 წლიდან 2019 წლამდე იყო, რის შემდეგაც 127,5 მილიონ ევროდ მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდა, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდში ადგილი ვერ მოიპოვა. „ჩელსის“ თავდამსხმელმა გასული სეზონის ნახევარი „მილანში“ გაატარა და სერია A-ს 15 მატჩში ორი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093021