იტალიური „ატალანტას“ პრესსამსახურმა გამოაცხადა თავდამსხმელის, მატეო რეტეგის „ალ-კადისიაში“ ტრანსფერის შესახებ.
„2024 წლის აგვისტოს დასაწყისში შეძენილმა მატეო რეტეგიმ „ატალანტაში“ იპოვა იდეალური პირობები და გარემო, რათა ჩაეტარებინა თავისი კარიერის საუკეთესო სეზონი, მიღწევებისა და სხვა მხრივ. კლუბი გულწრფელად მადლობას უხდის მატეოს გასულ სეზონში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და უსურვებს მას ყოველივე საუკეთესოს სპორტული კარიერის გაგრძელებასა და მომავალში“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
26 წლის თავდამსხმელმა საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბონუსების გათვალისწინებით, ტრანსფერი „ალ-კადისიას“ 67 მილიონი ევრო დაუჯდებოდა, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 20 მილიონი ევრო იქნებოდა.
რეტეგიმ „ატალანტას“ შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა, 28 ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. 2024/2025 წლების სეზონში ის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა 25 გოლით.