მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ენდრიკი კვლავ დაშავდა და ორიდან ორნახევარ თვემდე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ესპანური პორტალი Sport.es წერს.
წყაროს ცნობით, „რეალი“ ენდრიკის ტრავმისგან გამოჯანმრთელებას მხოლოდ სექტემბრის ბოლოსთვის ელის. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა პირველი ტრავმა 18 მაისს, ლა ლიგის 37-ე ტურში, „სევილიასთან“ (2:0) მატჩში მიიღო, რის გამოც ის გუნდს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ დაეხმარა.
„რეალის“ ახალი სეზონის პირველი მატჩი 19 აგვისტოს არის დაგეგმილი. 2025/2026 წლების ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდული გუნდი „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.
ენდრიკი „რეალში“ 2024 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში მან 37 მატჩი ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.