ფეხბურთი

14:46 | 22.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ სამძიმარს გამოხატავს „წითლების“ ყოფილი მოთამაშის, ჯოი ჯონსის გარდაცვალების გამო

„ლივერპულის“ საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურმა სამძიმარი გამოთქვა „წითლების“ ყოფილი მოთამაშის, ჯოი ჯონსის გარდაცვალების გამო.

„ლივერპულის“ საფეხბურთო კლუბი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჯოი ჯონსის 70 წლის ასაკში გარდაცვალების გამო. ამ სამწუხარო დროს, კლუბის ყველა წევრი სამძიმარს უცხადებს ჯოის ოჯახს და მეგობრებს. მშვიდად იძინე ჯოი ჯონს, 1955-2025“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უელსელმა, რომელმაც „წითლებთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა და უეფას თასები, 1970-იანი წლების მეორე ნახევარში „ლივერპულის“ რიგებში ზუსტად 100 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელი მარცხენა მცველად თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.100466