ფეხბურთი

15:17 | 22.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულს“ მადრიდის „რეალიდან“ როდრიგოს შეძენა სურს და მალე ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს დაიწყებს

ინგლისური „ლივერპული“ მადრიდის „რეალის“ გარემარბის, როდრიგოს დამატებას ცდილობს, წერს AS.

წყაროს ცნობით, მერსისაიდელები მალე ესპანეთში წარმომადგენელს გაგზავნიან ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური კონტაქტების დასამყარებლად.

აღნიშნულია, რომ „ლივერპულს“ როდრიგოს დამატება ადრეც სურდა, როდესაც გუნდს გერმანელი სპეციალისტი იურგენ კლოპი ხელმძღვანელობდა.

შგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ჩაბი ალონსო „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, როდრიგომ კლუბის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მას მინიმალური სათამაშო დრო ჰქონდა.

0.09682