პოლონელი მოდელის მონიკა იაგაციაკის ცხოვრების წესი ისე არაფერზეა მიბმული, როგორც სპორტზე, კერძოდ კი მძლეოსნობაზე. მონიკა ბავშვობიდან დადიოდა მძლეოსნობაზე და ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ შეუწყვეტია სირბილი, სიგრძეზე ხტომა და ბირთვის კვრა.
მისი მრავალი კოლეგისგან განსხვავებით, მონიკა იაგაციაკი ფიტნეს-კლუბებს როგორც ასეთს არ აღიარებს და ურჩევნია ღია სპორტულ მოედნებზე ღია ცის ქვეშ ირბინოს, რადგან მისი აზრით ჯანმრთელობა სწორედ სპორტისადმი პირველყოფილურ მიდგომებს მოაქვს და არა სპორტდარბაზში თამამი ფოტოსესიების მოწყობას.
31 წლის მოდელს განსაკუთრებით უყვარს დიდ სახალხო გრძელი დისტანციის მარათონებში მონაწილეობის მიღება და საამისოდ პოლონეთის გარეთ ჩეხეთსა და უნგრეთშიც კია ჩასული.