სხვა

18:15 | 22.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხაბიბ ნურმაგომედოვი: “ილია კარგი ბიჭია, თუმცა ცდილობს სხვა იმიჯი მოირგოს და ეს ძალიან კარგად ჩანს”

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად ისლამ მახაჩევის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა HUSTLE SHOW-ს პოდკასტში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის კომენტარი ილია თოფურიაზეც გააკეთა.

“MMA-ის გულშემატკივრები ილიასა და ისლამის დაპირისპირებას ჩემსა და კონორის ჩხუბს ადარებენ და მათ კიდევ სურთ ასეთი ბრძოლის ნახვა. ეს ბუნებრივია, თუმცა მე უახლოეს მომავალში ამას ვერ ვხედავ.

ილია კარგი ბიჭია, თუმცა ცდილობს სხვა იმიჯი მოირგოს და ეს ყველაფერი გარედან კარგად ჩანს. შეიძლება მათი დაპირისპირება მართლაც საინტერესო იყოს, ისლამიც ძალიან ძლიერია. ისინი ამ მომენტისთვის საუკეთესოები არიან და რეიტინგის ხუთეულშიც დამსახურებულად არიან.

იმ შემთხვევაში, თუ მათი დაპირისპირება შედგება, ეს მხოლოდ ოქტაგონზე დარჩება, ისევე როგორც ეს ჩემსა და მაკგრეგორს შორის მოხდა” - განაცხადა ხაბიბმა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ჩარლზ ოლივეირასთან დაპირისპირებაში მოიპოვა. ქართველმა “მატადორმა” ბრაზილიელი პირველ რაუნდში გათიშა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092981