„სარაევოსა“ და საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი გულიაშვილმა შესაძლოა კარიერა პოლონეთში გააგრძელოს.
როგორც გამოცემა 3Minute იტყობინება, ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „კრაიოვა“ იჩენს, რომლის ღირსებასაც ანზორ მექვაბიშვილი იცავს.
გამოცემის თქმით, „კრაიოვას“ ხელმძღვანელობა გულიაშვილს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩებში დააკვირდება, სადაც რუმინული კლუბი სწორედ „სარაევოს“ დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, გიორგი გულიაშვილმა გასული სეზონი შთამბეჭდავად ჩაატარა, მან „სარაევოსთან“ ერთად ბოსნიის თასი მოიგო, თვითონ კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. ქართველის გადაბირებით არაერთი კლუბი ინტერესდება და როგორც ბოსნიური კლუბის მწვრთნელმა განაცხადა, გულიაშვილის შენარჩუნება მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ძალიან გაუჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის მატჩები 24-31 ივლისს გაიმართება.