ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ხორვატიაში მიმდინარე 250-იან ტურნირში მონაწილეობს, სადაც ასპარეზობა კარგად დაიწყო და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
33 წლის ნიკოლოზმა 1/16-ფინალში ესპანელი კარბალეს ბაენა (ATP 85) დამაჯერებლად ორ სეტში 6:3, 6:4 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ითამაშებს, სადაც მისი მომდევნო მოწინააღმდეგე დინო პრიზმიჩსა (ხორვატია) და ელმერ მოლერს (დანია) შორის გამარჯვებული იქნება. მათი შეხვედრა დღეს 23:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში წელს პირველად ითამაშა, კარგი სარეიტინგო ქულები დააგროვა და ახლა 114-ე ნომერია.