ფეხბურთი

19:45 | 22.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კორღალიძე: “ლევადიას სახით ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს და ჩვენც შესაბამისად ვემზადებით”

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “იბერია” ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე განაგრძობს, სადაც მათი მეტოქე ესტონური “ლევადია” იქნება. მატჩის წინ, “იბერიას” მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

“ლევადიას სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს და ჩვენც ამ დაპირისპირებისთვის შესაბამისად ვემზადებით. არასდროს მიყვარს წინასწარ შანსებზე საუბარი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებულები ჩვენ დავრჩებით. “მალმიოსთან” ორი შეხვედრა ჩავატარეთ, სადაც ბევრი ხარვეზები იყო და გუნდმა თავისი ხასიათი ვერ გამოავლინა. ვეცდებით ის შეცდომები გამოვასწოროთ და ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშოთ. გუნდი აღნიშნულ მატჩს დანაკლისით ხვდება, თუმცა არსებული რესურსით მაქსიმალური შედეგის დაფიქსირება გვსურს.” განაცხადა კორღალიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ლევადიასა” და “იბერიას” მატჩი ხვალ 23 ივლისს 20:30 საათზე გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა თბილისსში 30-ში შედგება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ “იბერია” მესამე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში უელსურ "ნიუ სეინთსა" და ლუქსემბურგულ "დიფერდანჟს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092268