ფეხბურთი

21:15 | 22.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ გიოკერეში "არსენალში" ითამაშებს

27 წლის შვედი თავდამსხმელი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "არსენალსა" და "სპორტინგს" შორის შეთანხმება ყველა საკითხზე მიღწეულია და პორტუგალიური კლუბი აღნიშნული გარიგების სანაცვლოდ 63,5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით 10 მილიონიც დაემატება.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელი „სპორტინგში“ 2023 წლიდან თამაშობს და 102 მატჩში 97 გოლი გაიტანა. მას ბრიტანეთში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც „ბრაიტონის“, „სუონსის“ და „ქოვენთრის“ რიგებში გამოდიოდა. შვედეთის ნაკრებში ჩატარებულ 26 თამაშში ვიქტორს 15 გოლი აქვს გატანილი.

0.091509