ფეხბურთი

21:37 | 22.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ვარჯიში განაახლა

საქართველოს ნაკრებისა და "ტორინოს" ცენტრალური მცველი საბა საზონოვი გამოჯანმრთელდა და ახალი სეზონისთვის ემზადება. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Toro Goal-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველ ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ვარჯიში განაახლა. საბას მუხლის მენისკი აწუხებდა, რომელიც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მიიღო, იქამდე კი ასევე მუხლის მძიმე დაზიანების გამო თითქმის 9 თვე მოუწია უქმად ყოფნა.

შეგახსენებთ, რომ საზონოვი "ტორინოს" ღირსებას 2023 წლიდან იცავს, მან ტურინული კლუბის მაისური სულ 13-ჯერ მოირგო. ქართველი ფეხბურთელმა 2024-2025 წლების სეზონი იჯარის წესით "ემპოლიში" გაატარა, თუმცა ტრავმის გამო ერთი თამაშიც არ უთამაშია.

0.095352