UFC-ის სუპერ მსუბუქი დივიზიონის რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილთან რემატჩის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, მეორე ბრძოლა რადიკალურად განსხვავებული იქნება და ფიქრობს, რომ მერაბის დამარცხება შეუძლია.
"ვფიქრობ ყველაფერი გავაკეთე და მერაბ დვალიშვილთან მეორე შანსს ვიმსახურებ. თუ ეს ბრძოლა შედგება დარწმუნებული ვარ, რომ მისი დამარცხება შემიძლია. პირველ ბრძოლაში ვერ ვაჩვენე ის, თუ რა შემიძლია და ამას ყველა კარგად ხვდება. მერაბი კარგი მებრძოლია და თავის ძლიერ მხარეებს სწორად იყენებს, თუმცა არ ვეთანხმები იმ ფაქტს, რომ მისი დამარცხება წარმოუდგენელია." - განაცხადა იანმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა რუსი მებრძოლი 2023 წელს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ქართველმა "მანქანამ" პიოტრ იანი ხუთივე რაუნდში პირწმინდად დაჯაბნა.