მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ალეხანდრო გარნაჩო, ჯეიდონ სანჩო, ანტონი და ტაირელ მალასია მოკვეთა.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ყველა მათგანს განუცხადა, რომ მის გეგმებში არ შედიან და კლუბი უნდა დატოვონ, ამასთან ერთად, ისინი ვერც მოსამზადებელი პერიოდის განაცხადში ვერ მოხვდნენ, რომელსაც "წითელი ეშმაკები" აშშ-ში გაივლიან.
ჯეიდონ სანჩომ, გასული სეზონი იჯარის წესით "ჩელსიში" გაატარა, მისი დამატებით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული. ინგლისელის მსგავსად, ანტონიმაც გასული სეზონი "ბეტისში" გაატარა, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა. ბრაზილიელის დამატება მადრიდის "ატლეტიკოს" სურს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ განაცხადს მიღმა დარჩა ჰარი მაგვაიერი, რომელსაც ოჯახური პრობლემები აქვს და გუნდს მოგვიანებით შეუერთდება.