საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ტრავმა მოიშუშა და დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
ქართველმა ფეხბურთელმა მცირე დაზიანების გამო ამხანაგური შეხვედრა "ვილფრანშის" წინააღმდეგ გამოტოვა, რომელიც "ლიონმა" მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო.
დღეს ფრანგულმა კლუბმა სოციალურ ქსელში მოსამზადებელი პერიოდის ვიდეო დადო, სადაც გიორგი გუნდთან ერთად არის და მომდევნო შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც "ლიონი" 26 ივლისს "ჰამბურგის" წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ქართველმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა, ხოლო 11-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.