ფეხბურთი

1:06 | 23.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

იური ტაბატაძე: "ლევადია საკმაოდ დაბალანსებული გუნდია და ხვალ რთული თამაში გველოდება"

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “იბერია” ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე განაგრძობს, სადაც მათი მეტოქე ესტონური “ლევადია” იქნება.

ხვალინდელი მატჩის წინ, "იბერიას" მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ და იური ტაბატაძემ პრესკონფერენცია გამართეს:

იური ტაბატაძე - "ესტონეთში პირველად ვარ, ტალინი კარგი ქალაქია და ვფიქრობ კარგი გარემოა ხვალინდელი თამაშისთვის. გასვლითი მატჩით დაწყება - ვფიქრობ, გარკვეულწილად, უპირატესობას გვანიჭებს, რადგან მოწინააღმდეგეს უფრო მომზადებულები დავხვდებით სახლში. ვფიქრობ, ხვალ რთული თამაში გველოდება. ლევადიას ორივე თამაში ვნახე რფს-თან და ფიზიკურად რთული თამაში იქნება. ლევადია საკმაოდ დაბალანსებული გუნდია, რომელსაც კარგი მწვრთნელი ჰყავს. ველოდებით ინტენსიურ თამაშს".

ლევან კორღალიძე - "სასურველი შედეგი ყოველთვის გამარჯვებაა და ჩვენ ამისთვის ბოლომდე დავიხარჯებით. საქართველოს მოქმედი ჩემპიონები ვართ და რა თქმა უნდა, ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით. ყველა თამაშში ჩვენი პროგრამა მინიმუმი - გამარჯვებაა, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ."

შეგახსენებთ, რომ “ლევადიასა” და “იბერიას” მატჩი ხვალ 23 ივლისს 20:30 საათზე გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა თბილისსში 30-ში შედგება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ “იბერია” მესამე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში უელსურ "ნიუ სეინთსა" და ლუქსემბურგულ "დიფერდანჟს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088936