გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა მეკარემ ოლივერ კანმა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა, ის ფლორიან ვირცის "ლივერპულში" ტრანსფერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი დამაფიქრებელია, რადგან ბუნდესლიგა ფეხბურთელებისთვის მიმზიდველი აღარ არის.
"ვირცის "ლივერპულში" ტრანსფერმა თავიდან დამაფიქრა, თუმცა ეს ადრეც გვინახავს. ჩემს დროს ფეხბურთელები იტალიის ჩემპიონატში მიდიოდნენ, თუმცა არა ამ ასაკში. ეს ყველაფერი დამაფიქრებელია, რადგან გერმანიის ბუნდესლიგა ფეხბურთელებისთვის მიმზიდველი აღარ არის. არ ვიცი ეს კლუბების ბრალია, თუ ლიგის, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემთვისაც მიმზიდველი ამ ეტაპზე ინგლისის პრემიერლიგაა. იქ სრულიად განსხვავებული შესაძლებლობები და მარკეტინგია.
"უნდა ითქვას, რომ ბოლო 13 სეზონიდან "ბაიერნი" 12-ჯერ გახდა ჩემპიონი, ბუნებრივია ეს კითხვებს აჩენს. ვფიქრობ რაღაც უნდა შეიცვალოს, რადგან ადრე ჩემპიონები სხვა და სხვა კლუბები ხდებოდა და ჩემპიონატიც უფრო საინტერესო იყო." - განაცხადა კანმა.
შეგახსენებთ, რომ ფლორიან ვირცის გადაბირებით, მიუნხენის "ბაიერნიც" ინტერესდებოდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ლივერპულში" გადასვლა არჩია, მის სანაცვლოდ "ლევერკუზენმა" 100 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსების სახით 16 მილიონიც დაემატება.