როგორც თიანელი „ჩაფხუტა“ პაპა იტყოდა: კაი ქალს გამოცდილი ბებერი რომ გულს გაუხსნის და გემოს ჩაატანს, ეგრე ბალღი ვერას იზამს, სულ მაგარ ჯანზეც რომ იყოსო.დაახლოებით ასეთი სიტყვები ჩამოაგვირისტა ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან (ბობო) ვიერიმ, როდესაც ერთ-ერთი იტალიური „ყვითელი“ გამოცემის ჟურნალისტს თავისი ცხოვრების შესახებ გულახდილად კიდევ ერთხელ ესაუბრა.
ვიერი, რომელიც აქტიური სპორტული კარიერის პიკის დროს სახელგანთქმული იყო და დღესაც არის თავისი მექალთანეობითა და ძუძუს ღეჭვისადმი ნოვატორული მიდგომებით, არასოდეს მალავდა ამძუვნებულ ბუნებას და სხვათაგან განსხვავებით, საყვარელმრავლობაც არასოდეს დაუმალავს.
ავსტრალიაში გაზრდილ-დაკუნთული „ბობო“ 15 წლის წინ ეროტიკული შინაარსის ფილმშიც გადაიღეს, თუმცა სამსახიობო ნიჭი საერთოდ არ აღმოაჩნდა და იმ ფილმს არც არავინ უყურებდა, მის მოუხეშავ მიხვრა-მოხვრასა და ტროყია ლაპარაკს თან ტიტლიკანა ქალების კადრებიც რომ არ ხლებოდა.