ფეხბურთი

11:45 | 23.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ჩავი სიმონსის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

ლონდონის "ჩელსი" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, "არისტოკრატები" "ლაიფციგის" ნიდერლანდელი შემტევი ნახევარმცველის ჩავი სიმონსის გადაბირებით დაინტერესდა.

წყაროს ცნობით, "ჩელსიმ" 22 წლის ფეხბურთელთან პირად კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, თუმცა ტრანსფერის დახურვა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მალე დატოვებენ კლუბს ჟოაო ფელიქსი, რაჰიმ სტერლინგი, კრიტოფერ ნკუნკუ და ჯეკსონი. ენცო მარესკას გეგმებში ეს ფეხბურთელები უკვე აღარ შედიან და ამასთან ერთად ფეხბურთელების დამატებას "ჩელსი" მხოლო იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი წავა.

შეგახსენებთ, რომ "ლაიფციგმა" ჩავი სიმონსის ტრანსფერი პსჟ-დან მიმდინარე წლის დასაწყისში გამოისყიდა. ნიდერლანდელ ფეხბურთელს გერმანულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი ღირებულება ტრანსფერმარკეტის მონაცემებით 70 მილიონი ევროა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სიმონსის შეძენით "ბაიერნი" და "არსენალიც" არიან დაინტერესებულნი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.077216