ლუკა მოდრიჩის შემდეგ "რეალის" ახალი 10-იანი კილიან მბაპე იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L'Equipe-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ამ ინფორმაციას "რეალი" ოფიციალურად უახლოეს მომავალში დადასტურდება. როგორც ირკვევა, ეს გადაწყვეტილება თავად "სამეფო კლუბმა" კომერციული მიზნით მიიღო, რადგან მბაპეს 10-ნომრიანი მაისურების გაყიდვიდან დიდ შემოსავლის მიღებას ელიან.
"რეალში" ბოლო წლების განმავლობაში 10-ნომრიანი მაისურის მფლობელი ლუკა მოდრიჩი იყო, რომელმაც კლუბი ახლახან დატოვა და კარიერას "მილანში" გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე "რეალს" გასულ წელს შუერთდა და 9-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. ფრანგმა 2024-2025 წლების სეზონში 59 მატჩში 44 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.