ტურინის „იუვენტუსი“ და „პორტუ“ მარჯვენა მცველების, ჟოაო მარიოსა და ალბერტო კოშტას ბარტერზე შეთანხმდნენ.
ყველა დეტალზე არსებობს სიტყვიერი შეთანხმება და ახლა მხოლოდ ტრანსფერების ოფიციალურად დადასტურებაა საჭირო.
ჟოაო მარიო „პორტუდან“ „იუვეში“ გადავა, ხოლო საპირისპირო მიმართულებით - ალბერტო კოშტა. თუმცა, პირდაპირი ბარტერი მაინც არ არის, რადგან „იუვე“ დამატებით 3 მილიონ ევროსაც მიიღებს.
ჟოაო მარიო „პორტუს“ აღზრდილია, რომლის რიგებში 181 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო ალბერტო კოშტა „იუვენტუსს“ „გიმარაეშიდან“ იანვარში შეუერთდა და 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.