„რომამ“ „ბრაიტონ ალბიონიდან“ ირლანდიელი ფორვარდი ევან ფერგიუსონი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
20 წლის ფეხბურთელი „ჯალოროსიმ“ იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით დაიმატა, რომლის გამოყენების შემთხვევაში 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ირლანდიელი რომაულ გუნდში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ევან ფერგიუსონი „ბრაიტონში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 80 მატჩში 17 გოლი გაიტანა, ასევე იჯარით იყო „ვესტ ჰემში“, სადაც 8 უგოლო თამაში ჩაატარა.
ფერგიუსონის ტრანსფერი იმას ნიშნავს, რომ გიორგი მიქაუტაძის გადასვლა „რომაში“ გამოირიცხა.