მადრიდის "რეალმა" ენდრიკისა და გონსალო გარსიას საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ესპანური Marca იტყობინება, "სამეფო კლუბი" ბრაზილიელ ფეხბურთელს იჯარის წესით გაასხვისებს, ხოლო გარსია გუნდში დარჩება და კილიან მბაპეს შემცვლელი იქნება.
გონსალო გარსია "რეალის" ძირითად გუნდში პირველად ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით გამოჩნდა და საკლუბო მუნდიალზე თავი კარგად წარმოაჩინა, რაც შეეხება ენდრიკს, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 7 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ენრიკმა საკლუბო მუნდიალი ტრავმის გამო გამოტოვა, მისი გადაბირებით ევროპის წამყვანი ჩემპიონატის კლუბები ინტერესდებიან, თუმცა ჯერ ჯერობით "რეალს" რაიმე კონკრეტული შეთავაზება არ მიუღია.