ფეხბურთი

17:59 | 23.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ახალი შეთავაზება "ლივერპულს", "ბაიერნი" ლუის დიასს არ ეშვება

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი სამიზნე მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში "ლივერპულის" კოლუმბიელი შემტევი ლუის დიასია, რომლის გადასაბირებლად გერმანულმა კლუბმა ახალი შეთავაზება გაამზადა. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, "ბაიერნი" მზადაა კოლუმბიელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს და აღნიშნულ შეთავაზებით "მერსესაიდელებს" უახლოეს პერიოდში მიმართავენ. "ლივერპულმა" გერმანელების პირველი 67.5 მილიონიანი შეთავაზება რამდენიმე დღის წინ დაბლოკა.

ცნობისთვის, გუნდის შეცვლის სურვილი ლუის დიასსაც აქვს, 27 წლის ფეხბურთელი "ლივერპულს" 2022 წელს "პორტუდან" შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ლუის დიასს "ლივერპულის" მაისურით 148 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის ანგარიშზე 41 გატანილი გოლი და 23 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092469
სარეკლამო ადგილი - 99
X x X