„ლიონის“ მთავარ მწვრთნელ პაულუ ფონსეკას იმედი აქვს, რომ გიორგი მიქაუტაძე და კორენტინ ტოლისო გუნდში დარჩებიან.
„მოლენბეკთან“ ამხანაგური მატჩის (0:0) შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ პირდაპირ განაცხადა.
„როგორც ჟორჟის შემთხვევაში, ტოლისოს შენარჩუნებაც მინდა. ტრანსფერზე საუბარი არ არის, კლუბიც ასე ფიქრობს“, - აღნიშნა ფონსეკამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში 47 შეხვედრაში თავი 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოიჩინა. „ლიონი“ ახალ სეზონს 16 აგვისტოს დაიწყებს, როდესაც ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლანსს“ ესტუმრება.