მადრიდის „ატლეტიკომ“ ესპანეთის 21-წლამდე ნაკრების მცველი მარკ პუბილი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ესპანელ ფეხბურთელთან „როხიბლანკომ“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
პუბილი 2023 წლიდან „ალმერიაში“ თამაშობდა, სადაც 63 მატჩში 2 გოლი გაიტანა, მანამდე ის „ლევანტეს“ წევრი იყო, რომლის რიგებში კარიერა დაიწყო.