ფეხბურთი

20:59 | 23.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მარკუს რაშფორდი "ბარსელონას" ფეხბურთელია

მარკუს რაშფორდი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისელმა შემტევმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „ბარსას“ იჯარით, გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. მარკუსმა 14-ნომრიანი მაისური მოირგო.

მარკუს რაშფორდმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ასტონ ვილაში“ გაატარა, სადაც 17 თამაშში 4 გოლი გაიტანა, ხოლო „მანჩესტერის“ მაისურით ინგლისელის აქტივში 426 მატჩი და 138 გოლია.

0.095448