ფეხბურთი

22:05 | 23.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ომონიას" მწვრთნელი: "ტორპედო" კარგი გუნდია და წარმატებისთვის საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ"

ნიქოზიის "ომონიას" მთავარმა მწვრთნელმა ჰენინგ ბერგმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა:

"მოუთმენლად ველით ოფიციალურ მატჩებს. გვსურს, კონკურენტუნარიანი ვიყოთ და ყველაფერს გავაკეთებთ ლიგის ფაზაში გასასვლელად. მზადების პროცესში ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა. შემადგენლობა შევინარჩუნეთ. კარგი შემადგენლობა გვყავს და მატჩისთვის მზად ვართ. აეკ-თან ამხანაგური თამაშით კმაყოფილი ვიყავი. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო. პოლონეთში ამხანაგური მატჩი იმისთვის იყო, რომ სათამაშო წუთები მიგვეღო. ვეცადეთ, გუნდზე გვემუშავა.

„ტორპედოს" სათამაშო პრაქტიკა აქვს, როგორც ეს გასულ წელს იყო. მათ კარგი გუნდი ჰყავთ და ჩვენ ჩვენი მიზნის მისაღწევად საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ", - თქვა ნორვეგიელმა.

აქვე გეტყვით, რომ „ტორპედო“ „ომონიასთან“ რევანშს ეცდება, რადგან ერთი წლის წინ სწორედ კვიპროსულ გუნდთან დამარცხდა. ხვალინდელი მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091169