ფეხბურთი

22:57 | 23.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვერდერმა" "იუვენტუსიდან" ბელგიელი გარემარბი დაიმატა

ბრემენის „ვერდერმა“ „იუვენტუსიდან“ ნიჭიერი ბელგიელი გარემარბი სამუელ მბანგულა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

მბანგულას სანაცვლოდ „ბრემენელმა მუსიკოსებმა“ 10 მილიონი ევრო გაიღეს, რასაც 2 მილიონი ბონუსად დაემატება.

მბანგულა „იუვეს“ აკადემიაში აღიზარდა, ხოლო გასული სეზონი მთავარ გუნდში გაატარა, სადაც 32 მატჩში 4 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა.

0.096723