ტურინის „იუვენტუსმა“ ფედერიკო გატის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
გატი ახალი შეთანხმების თანახმად „იუვეში“ 2030 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს. გაუმჯობესდა მისი სახელფასო პირობებიც.
ფედერიკო გატი „იუვენტუსს“ 2022 წელს „ფროზინონედან“ შეუერთდა და მას შემდეგ 109 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანამდე იტალიელი მცველი იტალიის დაბალი დივიზიონის გუნდებში თამაშობდა.