ესპანეთის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. „ფურია როხამ“ ნახევარფინალში გერმანიის დამარცხება შეძლო.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, თუმცა ნაკლებად სანახაობრივი. 90 წუთი უგოლოდ მიილია, დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც ყველაფერი აიტანა ბონმატის გოლმა გადაწყვიტა. ესპანელმა ფეხბურთელმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და თავი 113-ე წუთზე გამოიჩინა.
ესპანეთი ტურნირის მთავარი ფავორიტია და ერთ ნაბიჯშია ჩემპიონობასთან, ფინალში, რომელიც 27 ივლისს გაიმართება, ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.