ფეხბურთი

11:47 | 24.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაუ ფელიქსი „ბენფიკაში“ 25 მილიონ ევროდ ბრუნდება. 6 წლის წინათ ის ამ კლუბიდან 127.5 მილიონ ევროდ გაიყიდა

„ჩელსისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელ ჟოაუ ფელიქსს პორტუგალიურ „ბენფიკაში“ დაბრუნებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ამის შესახებ პორტუგალიური Record-ი წერს.

წყაროს ცნობით, „ბენფიკა“ 25 წლის ფელიქსში 25 მილიონ ევროს გადაიხდის. გარიგება, სავარაუდოდ, პარასკევს, 25 ივლისს დასრულდება. ფელიქსი ტრანსფერს დაჟინებით მოითხოვს, რათა ეუსებიოს თასზე „არწივების“ შემადგენლობაში ითამაშოს. შეხვედრა შაბათს, 26 ივლისს გაიმართება.

ფეხბურთელი „ბენფიკას“ სისტემაში 2015 წლიდან 2019 წლამდე იყო, რის შემდეგაც 127.5 მილიონ ევროდ მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდა, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდში ადგილი ვერ მოიპოვა. „ჩელსის“ თავდამსხმელმა გასული სეზონის ნახევარი „მილანში“ გაატარა, სერია A-ს 15 მატჩში ორი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.166138