ფეხბურთი

12:23 | 24.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემი“ სონის MLS-ის კლუბში გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ინგლისური „ტოტენჰემის“ სამხრეთ კორეელმა გარემარბმა, სონ ჰიუნგ-მინმა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას გუნდი შეიცვალოს. ამის შესახებ პოპულარული გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტმა, პოლ ტენორიომ განაცხადა.

წყაროს ცნობით, „ტოტენჰემი“ 33 წლის ფეხბურთელის „ლოს ანჯელესში“ გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელი ლონდონურ კლუბში, უგო ლორისი თამაშობს. აღნიშნულია, რომ მხარეებს ჯერ არ მიუღწევიათ შეთანხმებისთვის, მაგრამ მოლაპარაკებები აქტურად მიმდინარეობს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ტოტენჰემი“ არ იქნებოდა წინააღმდეგი, კონტრაქტის ვადის გასვლამდე ერთი წლით ადრე კაპიტანს დაშორებოდა, რათა სოლიდური თანხა მიეღო.

სონმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე „ტოტენჰემის“ რიგებში 46 მატჩში 11 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163098
სარეკლამო ადგილი - 99
X x X